გიგლა მიქაუტაძე - უსაფუძვლო თვითკმაყოფილების ნაცვლად, ნათია თურნავას ვურჩევთ, მან და მისმა ლიდერმა პასუხისმგებლობა აიღონ იმ პრობლემებზე, რომლებიც ქვეყანაში დაგროვდა

უსაფუძვლო თვითკმაყოფილების ნაცვლად, ნათია თურნავას ვურჩევთ, მან და მისმა ლიდერმა პასუხისმგებლობა აიღონ იმ პრობლემებზე, რომლებიც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში დაგროვდა“, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა.

მიქაუტაძე შეეხო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებას მამუკა ხაზარაძის შეფასებაზე ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.

„თურნავა დღეს გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის შეფასებას საქართველოს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც, სამწუხაროდ, კარგად ჩანს არაერთ საერთაშორისო ანგარიშში. მინისტრი გვირჩევს, არ დავეყრდნოთ საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებს და მხოლოდ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის რიცხვები გამოვიყენოთ. საქსტატის მიხედვით კი, 2014 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მიმდინარე ფასებში 4,738 აშშ დოლარს შეადგენდა, 2018 წელს კი 4,722 დოლარს (2019 წლის მონაცემი ჯერ არ გამოქვეყნებულა), ანუ, 4 წლის განმავლობაში, გაზრდის ნაცვლად, შემცირდა. აღარაფერს ვამბობთ ინფლაციაზე, ვალუტის გაუფასურებასა თუ უმუშევრობაზე.

უსაფუძვლო თვითკმაყოფილების ნაცვლად, ვურჩევთ ქალბატონ მინისტრს, მან და მისმა ლიდერმა აიღონ პასუხისმგებლობა იმ პრობლემებზე, რომლებიც დაგროვდა ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში, იმ არშექმნილ ათასობით სამუშაო ადგილზე, რომელიც შეიძლებოდა შექმნილიყო ქვეყანაში სწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში და არაერთ გაშვებულ შესაძლებლობაზე, რომელსაც კეთილდღეობა უნდა მოეტანა ჩვენი ხალხისთვის’’ - განცხადა გიგლა მიქაუტაძემ“, - აღნიშნა გიგლა მიქაუტაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს