გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,  „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 იანვარს, მცხეთის მუნიციპალიტეტისა და თიანეთის რაიონის რამდენიმე სოფელში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 იანვარს 11:00-დან 12:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში, ხოლო 14:30-დან 18:00 საათამდე - სოფლებში მამკოდა, ლელუბანი, გლდანი, მშრალხევი, ნადიკვრები, ვეჯინი, ნადიკვრების და მიმდებარე ტერიტორიაზე.

12:00-დან 17:00 საათამდე დენი შეუწყდება თიანეთის რაიონის სოფლებს სიმონიანთხევი, თოლენჯი, ნადოკრა, ალოტი, ჩეკურაანთგორი, ბოკონი, ქვემო კვერნაულა, სიმხევი და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო