დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი სასჯელის გადავადების მოთხოვნით სარჩელს ამზადებს, ისინი სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგაც მიმართავენ

ვამზადებთ სარჩელს პრეზიდენტის წინააღმდეგ, რადგან ამ ადამიანმა ჩემი ძმის მიმართ, ვფიქრობ, მიზანმიმართულად დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია, - ამის შესახებ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მამალაძის ინფორმაციითვე, დაცვის მხარე ასევე ამზადებს სარჩელს სასჯელის მოხდის გადავადების თაობაზე, რათა შესაბამის დაწესებულებაში გიორგი მამალაძის მკურნალობა მოხდეს.

„ვამზადებთ სარჩელს, რომ შევიტანოთ სასამართლოში სასჯელის გადავადების თაობაზე. თანახმა ვართ, რადგან ამ მომენტში მთავარი ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაა და სხვა გზა არ დაგვრჩენია, გამომდინარე იქიდან, რომ ყველანაირი გზა უარყოფილი იქნა, თუნდაც პრეზიდენტის მიერ. მოვამზადებთ სარჩელს, რომ გადავადდეს სასჯელი და შესაბამის დაწესებულებაში მოხდეს ჩემი ძმის მკურნალობა, სადაც ადეკვატური ექიმები არიან.

ჩვენ ვამზადებთ ასევე სარჩელს პრეზიდენტის წინააღმდეგ, რადგან ამ ადამიანმა, ე.წ. პრეზიდენტმა დაარღვია ჩემი ძმის მიმართ, ვფიქრობ, მიზანმიმართულად, უდანაშაულობის პრეზუმფცია. მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ჩემი ძმა აბსურდული ბრალდებით, პატრიარქის მკვლელობაში. ჩვენ ვამზადებთ სარჩელს უდანაშაულობის პრეზუმფციაზე და პატივისა და ღირსების შელახვის გამო.

სასამართლომ, რომელმაც ჩემს ძმას აბსურდული ბრალდებით 9- წლიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა, რა თქმა უნდა, მცირე შანსებია, რომ დააკმაყოფილოს სარჩელი, მაგრამ ჩვენ, ოჯახი ყველა გზით ვცდილობთ, რომ ჩემი ძმის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას. დააკმაყოფილებენ თუ არა, მე ეჭვი მეპარება”,- განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო