რუსეთის ე.წ. საელჩო აფხაზეთში განცხადებას ავრცელებს

რუსეთის ე.წ. საელჩო ოკუპირებულ აფხაზეთში თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ იმ ადგილებზე ყოფნისგან, სადაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

„ჩვენ ვაკვირდებით სოხუმში ვითარების განვითარებას ოპოზიციის მხარდამჭერების მიერ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრასთან დაკავშირებით. გარდა ქალაქის ცენტრისა, დედაქალაქში ვითარება სტაბილურია. რუსებს, რომლებიც სოხუმში იმყოფებიან ვურჩევთ, თავი აარიდონ ადგილებს, სადაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს“.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ სოხუმში მომიტინგეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. მათ ფანჯრის მინები ჩაამსხვრიეს და შენობის შიგნით შეღწევა მოახერხეს. ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებასა და რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა