თელავის უნივერსიტეტის პროფესორის თენგიზ სიმაშვილის ინფორმაციით, მას თავს დაესხნენ, რასაც თელავის მერს უკავშირებს

თელავის უნივერსიტეტის პროფესორი, მეზობელს თავდასხმაში ადანაშაულებს. მომხდარს კი თელავის მერს უკავშირებს.

მკვლევარი თენგიზ სიმაშვილი ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ, საცხოვრებელ სახლში მისი ნაცნობი ფიზიკურად გაუსწორდა. სიმაშვილის მტკიცებით, თავდამსხმელი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და მერის ნათესავია. მანამდე კი, მასზე არაერთი მუქარა განახორციელა.

"გოჩა გოდერძიშვილი მოკვლით მემუქრებოდა, ვიცნობ, ამ ადამიანის ბავშვის ნათლია ვარ, მაგრამ შეხება არ მქონდა წლებია. გოდერძიშვილმა რამდენჯერმე ჩემს მეგობრებთან საუბარში ახსენა, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის ახლობელია. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ მერთან ნათესაური კავშირის გამო, დამიპირისპირდა,რადგან ჩვენ ახლა შევიტანეთ მოთხოვნა რეპრესირებულთა მუზეუმის გახსნაზე. ნარეკლიშვილს ეს არ სურს, მერს არ სურს მუზეუმის გახსნა. ვფიქრობ, ეს მუქარაც და თავდასხმაც მერის განწყობას უკავშირდება. მოვითხოვ სამართლიანად გამოიძიონ", - აღნიშნა სიმაშვილმა.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც ძალადობას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა