თინა ბოკუჩავა - 4 თებერვალს ჩატარდება პარლამენტის პირველი საგაზაფხულო სხდომა, რომელიც ოპოზიციის პროტესტის ფონზე ჩაივლის

შევთანხმდით, რომ სიას ეწოდოს 20 ივნისის სია, რადგან უმეტესობა ადამიანებისა, რომლებიც მასში შევლენ, უკავშირდება 20 ივნისის სისხლიან ღამეს და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ 4 თებერვალს პირველი საგაზაფხულო სესია თბილისში ოპოზიციის პროტესტის ფონზე ჩაივლის, მანამდე კი, იანვარში რეგიონული აქციები ჩატარდება.

"საერთო ოპოზიციურ ფორმატში იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ რეგიონული აქციები ჩატარდება იანვრის თვეში, 4 თებერვალს ჩატარდება ასევე პარლამენტის პირველი საგაზაფხულო სხდომა, რომელიც აუცილებლად ჩაივლის ოპოზიციის პროტესტის ფონზე. ასევე საუბარი გვქონდა მოლაპარაკებებზე, რომელსაც აწარმოებს ოპოზიცია ხელისუფლებასთან საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის მედიაციით. ასევე შევთანხმდით, სიაზე, რომელსაც აქამდე სანქციების სიას მოვიხსენიებდით, რომ მას ეწოდოს 20 ივნისის სია, რადგან უმეტესობა ადამიანებისა, რომლებიც შევლენ ამ სიაში უკავშირდება 20 ივნისის სისხლიან ღამეს და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო