გიგა ბოკერია მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე ეუთო/ოდირის განცხადებაზე - თუ როგორ იმოქმედა ივანიშვილის „კლოუნების“ გუნდმა, არის უმძიმესი დასკვნის საფუძველი ავტორიტეტული ორგანიზაციებისთვის

ის, რაც საპარლამენტო მოსმენების შემდეგ დაინახა მთელმა საზოგადოებამ, თუ როგორ იმოქმედა ივანიშვილის „კლოუნების“ გუნდმა, არის უმძიმესი დასკვნის საფუძველი ავტორიტეტული ორგანიზაციებისთვის და მძიმე რეალობა საქართველოსთვის,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ- ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე ეუთო/ოდირი-ის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ეუთოს დასკვნა აბსოლუტურად ბუნებრივია, რადგან ერთადერთი ნათელი წერტილი ამ პროცესში საპარლამენტო მოსმენები იყო.

"ოღონდ, რაც ამ გამჭვირვალე მოსმენებმა გვაჩვენა იყო კატასტროფა. ივანიშვილის „კლოუნებმა“ შემდეგ არც კი უთხრეს საზოგადოებას, რატომ უჭერენ მხარს ამ მოსამართლეს და არა იმას. ანუ, აბსოლუტურად ცინიკურად გვითხრეს, რომ, რაც დაიგეგმა და დაკვეთა, რაც იყო, ის შეასრულეს, მათ შორის სკანდალურზე სკანდალურ შემთხვევებში, მთავარი პროკურორის ან მოსამართლის, რომელმაც კანონი მოიგონა და უზარმაზარი ზიანი მიაყენა საქართველოს ეკონომიკას, დემპინგური კანონი რომ არ არსებობდა, იმის მიხედვით 13 მილიონი დააკისრა ამერიკულ კომპანიას და მერე შემოტრიალება მოუწიათ თვითონ. ის, რაც საპარლამენტო მოსმენების შემდეგ დაინახა მთელმა საზოგადოებამ, თუ როგორ იმოქმედა ივანიშვილის „კლოუნების“ გუნდმა, არის უმძიმესი დასკვნის საფუძველი ავტორიტეტული ორგანიზაციისთვის და მძიმე რეალობა საქართველოსთვის, რომელიც უნდა შეიცვალოს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა