ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მოსახლეობას საგანგებო განცხადებით მიმართა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს სოხუმში ოპოზიციის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით.

„ძვირფასო თანამოქალაქეებო, ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, რაც სოხუმში მოხდა, მოგმართავთ თხოვნით, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, არ აყვეთ პროვოკაციებს“, - აღნიშნა ხაჯიმბამ.

მისი თქმით, ე.წ. ძალოვანი სტრუქტურები გადაყვანილია მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე.

„ამ სიტუაციაში ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ჩვენი ქვეყნის არსებობა საფრთხის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ. ყველა სახელმწიფო სტრუქტურა მუშაობს არა საშტატო სიტუაციაში. ძალოვანი სტრუქტურები გადაყვანილია მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე. მე როგორც კონსტიტუციის გარანტმა გავეცი ყველა საჭირო დავალება, რათა მოვლენები სამართლებრივ ველს არ გასცდეს “, - განაცხადა ხაჯიმბამ.

შეგახსენებთ, რომ სოხუმში მომიტინგეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. მათ ფანჯრის მინები ჩაამსხვრიეს და შენობის შიგნით შეღწევა მოახერხეს. ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებასა და რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ.

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გასული წლის 8 სექტემბერს გაიმართა, სადაც დე ფაქტო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამჟამინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ 47.39%-ით გაიმარჯვა, მოსახლეობის 46,17%-მა კი ხმა ალხას კვიცინიას მისცა. „ამცახარა“ „არჩევნების“ შედეგებს არ აღიარებს და მის გაბათილებას ითხოვს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია