ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებული ვახტანგ ბურძენიძის ადვოკატი გამორიცხავს, რომ  დაკავებული პირი მიმალვაში იმყოფებოდა

ვარკეთილში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებული ვახტანგ ბურძენიძის ადვოკატი, გოგინავა გამორიცხავს ინფორმაციას, რომ თითქოს, დაკავებული პირი მიმალვაში იმყოფებოდა.

"გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის მიმალული იყო, არ შეესაბამება სინამდვილეს, ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში იყო და კატეგორიულად გამორიცხავს ბრალად შერაცხულ ქმედებაში მის მონაწილეობას", - განაცხადა გოგინავამ.

ის ვახტანგ ბურძენიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით მოითხოვს. თუმცა, ადვოკატმა გირაოს ოდენობის და გადახდის განსაზღვრა სასამართლოს მიანდო. ამასთან, ადვოკატმა სასამართლოზე განმარტა, რომ ვახტანგ ბურძენიძეს არავინ მფარველობს.

"არ წარმოადგენს ის არც ბიძინა ივანიშვილის ნათესავს, ის ჩვენსავით რიგითი მოკვდავი ადამიანია და მზად ვართ პასუხი ვაგოთ, თუკი, ამას არსებითი საქმის განმხილველი მოსამართლე დაინახავს", -განაცხადა გოგინავამ.

ბრალდების მხარე ვახტანგ ბურძენიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს