კახა კუჭავამ საქართველოს პარლამენტის სახელით უკრაინელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა საქართველოში უკრაინის საელჩოში უკრაინელი ხალხისთვის სამძიმრის გამოსახატავად მივიდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, კახა კუჭავამ უკრაინის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში, რომელიც 8 იანვარს თეირანთან, „უკრაინული საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავის - „ბოინგ 737-800“-ის კატასტროფასთან დაკავშირებით გაიხსნა, ჩანაწერი გააკეთა.

„ეს დიდი ტრაგედიაა როგორც უკრაინისთვის, ისე ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელთა მოქალაქეები დაიღუპნენ ამ ტრაგედიის შედეგად. ჩვენ მოვედით, რომ მოგვესამძიმრა საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ხალხის სახელით უკრაინელი ხალხისათვის. შესაბამისად, ჩანაწერი გავაკეთეთ სამძიმრის წიგნში“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

9 იანვარი უკრაინაში გლოვის დღედ არის გამოცხადებული „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის საპატივსაცემოდ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს