იენს სტოლტენბერგმა შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი მუდმივად აფასებს თავისი ყოფნის გაძლიერების საჭიროებას შავი ზღვის რეგიონში. ამის შესახებ მან ბრიუსელში, რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან ლუდოვიკ ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გენერალური მდივნის თქმით, შავ ზღვას გააჩნია სტრატეგიული მნიშვნელობა ნატოსთვის და ალიანსმა გააძლიერა თავისი ყოფნა რეგიონში ხმელეთზე, ზღვაზე და საჰაერო სივრცეში. კერძოდ, გაძლიერდა ჰაერის პატრულირება, სამხედრო-საზღვაო ხომალდების ყოფნა და სახმელეთო ძალები.

სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოს სამი წევრი ქვეყანა - რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი შავიზღვისპირა ქვეყნები არიან და რეგიონში ალიანსის კიდევ ორი ახლობელი ქვეყანა - უკრაინა და საქართველოა.

„ჩვენ მათთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, ვეხმარებით მათ, ვატარებთ მათთან ერთად წვრთნებს“, - აღნიშნა გენმდივანმა.

მანვე აღნიშნა, რომ ნატოში აამაღლეს საკუთარი ძალების საბრძოლო მზადყოფნა და ამიტომ, ალიანსს შეუძლია სწრაფად გააძლიეროს თავისი პოტენციალი.

სტოლტენბერგი გამოვიდა მოწოდებით, არ დაივიწყონ, რომ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიამ გამოიწვია ის, რომ ალიანსი იძულებული იყო გაეძლიერებინა თავდაცვის კოლექტიური სისტემა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა