მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებული ვახტანგ ბურძენიძის ადვოკატი - წურწუმია სასწრაფომ ბრალდებულის საცხოვრებელი ბინიდან წაიყვანა

ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებული ვახტანგ ბურძენიძის ადვოკატი გიორგი გოგინავა კატეგორიულად გამორიცხავს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მურად წურწუმია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში ქუჩიდან გადაიყვანა.

როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს გოგინავამ განუცხადა, ვახტანგ ბურძენიძე აღიარებს მის შეცდომას, რომ ნაცემი მურად წურწუმია მის სახლში გადაიყვანა.

“თვითონაც ამბობს, ჩემი დიდი შეცდომაა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას რომ არ დავურეკე და ვცდილობდით მისთვის ჩვენ თვითონ გაგვეწია სამედიცინო დახმარება, რადგან იმ დროს ის გონზე იყოო. აპელირება ხდება, რომ გარდაცვლილი თითქოს, ქუჩაში დააგდეს, ეს ნამდვილად არ შეესაბამება სინამდვილეს. დროის მცირე მონაკვეთში, 3-4 საათში, როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მიხვდა, რომ ფიზიკურად მისი ჩარევით ამ ადამიანს ვერ უშველიდა და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მისივე კუთვნილი მობილური ტელეფონიდან დარეკა 112-ში და შემდეგ მოხდა ამ პიროვნების კლინიკაში ჰოსპიტალიზაცია.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის განმარტებით, გარდაცვლილი სასწრაფომ მისი საცხოვრებელი ბინიდან წაიყვანა”, - აცხადებს გოგინავა.

ადვოკატის განმარტებითვე, დაკავებული ზვიად ბურძენიძე კატეგორიულად უარყოფს მურად წურწუმიას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. გოგინავა ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გარდაცვლილის ძმასთან ჩხუბს ადასტურებს.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი 117-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალად შერაცხული ქმედების ნაწილში საერთოდ არ ცნობს თავს დამნაშავედ. მისი მხრიდან არ ჰქონია რამე ფორმით გარდაცვლილის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტს ადგილი, რასაც შემდეგ მისი გარდაცვალება მოჰყვა. ამასთან დაკავშირებით, მას გამოძიებასთან ნათანამშრომლები აქვს და აღიარებს გარდაცვლილის ძმის ნაწილში გარკვეულ შემხებლობას.

როცა საქმის არსებითი განხილვა მოხდება, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით საქმის არსებითი განმხილველი მოსამართლე დავარწმუნოთ მის უდანაშულობაში და ეს დიდი ალბათობით ასე იქნება. მოსამართლე დიდი ალბათობით, გამამართლებელ გადაწყვეტილებას მიიღებს, ვინაიდან საქმის მასალები არ იძლევა იმის შესაძლებლობას, მიღებული იქნეს რამე ფორმით 117-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალად შერაცხული ქმედების ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენი”, - აცხადებს გოგინავა.

მისივე განმარტებით, ვახტანგ ბურძენიძე ჩხუბში, როგორც გამშველებელი, ისე მონაწილეობდა.

„პროცესში, როგორც შემსწრე პირი, ასე იყო. ინციდენტი მოხდა, რასაც მისი განმარტებით ავტომანქანის გატაცება უძღვოდა წინ. სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით მოხდა სხვა ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის ჩხუბი. ამ პროცესში ის იყო გამშველებელი, ხოლო ძმის ნაწილში შემდეგში გავაჟღერებთ პოზიციებს. იმ პროცესში, რაც ფატალური შედეგით დასრულდა, მას მონაწილეობა არ მიუღია. გარდაცვლილის ძმასთან ფიზიკურ შემხებლობას ნაწილობრივ ადასტურებს. ის არა ცემის, არამედ ჩხუბის ფაქტს ადასტურებს, რაც ხდებოდა როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან, ასევე იმ პირის მხრიდან, ეს ორმხრივი იყო”, - აცხადებს გოგინავა.

რაც შეეხება სისხლიან ტანსაცმელს, ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ყველა საგამოძიებო მოქმედებაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

„საგამოძიებო მოქმედება მის საცხოვრებელ სახლშიც ჩატარდა, დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ამოღებული იქნა მისი კუთვნილი ტანსაცმელი. ის არაერთ საგამოძიებო მოქმედებაში იღებდა მონაწილეობას”, - განაცხადა ადვოკატმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს