ამერიკული მედია - უკრაინული თვითმფრინავი, რომელმაც  თეირანის სიახლოვეს კატასტროფა განიცადა, ირანული საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ შეცდომით ჩამოაგდო

უკრაინული თვითმფრინავი, რომელმაც 8 იანვარს, აფრენიდან რამდენიმე წუთში, თეირანის სიახლოვეს კატასტროფა განიცადა, ირანულმა საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ შეცდომით ჩამოაგდო. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია პენტაგონში, ასევე ამერიკისა და ერაყის დაზვერვაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკული საინფორმაციო სამსახური CBS ამერიკულ დაზვერვაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ რადარებმა ორი რაკეტის გაშვების შედეგად დატოვებული ინფრაწითელი კვალი დააფიქსირეს, რასაც აფეთქება მოჰყვა.

თავის მხრივ, გამოცემა newsweek-ს პენტაგონის წარმომადგენლებისა და დაზვერვის მაღალჩინოსნების სიტყვები მოჰყავს, რომელთა მოსაზრებითაც, უკრაინული ბოინგი 737-800 რუსული წარმოების რაკეტის მიერ არის ჩამოგდებული.

"ვეჭვობ, რომ ვიღაცას შეიძლება შეცდომა დაეშვა“, - განცხადება ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს გააკეთა.

აქამდე უკრაინული მხარე აცხადებდა, რომ განიხილავს მისი თვითმფრინავის რაკეტის მიერ ჩამოგდების შესაძლებლობას, თუმცა ოფიციალურმა თეირანმა აღნიშნული ვარაუდი უარყო.

ცნობისთვის, უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი თეირანში 8 იანვარს ჩამოვარდა, რა დროსაც 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი დაიღუპა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო