ელიზაბეთ რუდი - მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იმოქმედოს, რომ კონსტრუქციული და თანამშრომლობითი გარემო შეიქმნას დემოკრატიის გასაძლიერებლად

მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იმოქმედოს, რომ შეიქმნას კონსტრუქციული და თანამშრომლობითი გარემო დემოკრატიის გასაძლიერებლად, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი აცხადებს.

როგორც რუდმა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა, მას აღნიშნულ სიაზე საკმარისი ინფორმაცია არ აქვს.

„მე ნამდვილად არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ ამ ე.წ. შავი სიის შესახებ დეტალურად გიპასუხოთ, თუმცა გეტყვით, რომ რადგანაც ქვეყანა იმყოფება საარჩევნო წელში, მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იმოქმედოს, რომ შეიქმნას კონსტრუქციული და თანამშრომლობითი გარემო დემოკრატიის გასაძლიერებლად“, - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

ცნობისთვის, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ე.წ. „შავი სია“ შეიმუშავა. „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ხელისუფლებაში მყოფ ყველა საჯარო მოხელეს უკანონო ქმედებების გამო სანქციები დაეკისრება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, ოპოზიცია შეთანხმდა, რომ აღნიშნულ სიას „20 ივნისის სია“ ეწოდოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო