ტრამპი უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე - ვეჭვობ, რომ შესაძლოა, ვიღაცას შეცდომა დაეშვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 8 იანვარს, თეირანის მახლობლად უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნას ეხმაურება. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

"ვეჭვობ, რომ ვიღაცას შეიძლება, შეცდომა დაეშვა“, - აცხადებს ტრამპი.

ცნობისთვის, ამერიკული მედიის ინფორმაციით, უკრაინული თვითმფრინავი, რომელმაც 8 იანვარს, აფრენიდან რამდენიმე წუთში, თეირანის სიახლოვეს კატასტროფა განიცადა, ირანულმა საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ შეცდომით ჩამოაგდო.

ამერიკული საინფორმაციო სამსახური CBS ამერიკულ დაზვერვაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ რადარებმა ორი რაკეტის გაშვების შედეგად დატოვებული ინფრაწითელი კვალი დააფიქსირეს, რასაც აფეთქება მოჰყვა.

აქამდე უკრაინული მხარე აცხადებდა, რომ განიხილავს მისი თვითმფრინავის რაკეტის მიერ ჩამოგდების შესაძლებლობას, თუმცა ოფიციალურმა თეირანმა აღნიშნული ვარაუდი უარყო.

ცნობისთვის, უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი თეირანში 8 იანვარს ჩამოვარდა, რა დროსაც 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი დაიღუპა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს