აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ  მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ტრამპს ომის დაწყების უფლებას უზღუდავს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების დაწყების უფლებას უზღუდავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

რეზოლუციის თანახმად, პრეზიდენტს კონგრესის თანხმობის გარეშე ირანის წინააღმდეგ ამერიკული ჯარის გამოყენების უფლება არ აქვს.

კანონმდებლებმა რეზოლუცია 224 ხმით 194-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატიდან რეზოლუცია სენატში გადაინაცვლებს, რომლის უმრავლესობას დონალდ ტრამპის „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები შეადგენენ.

აღსანიშნავია, რომ თუკი დოკუმენტს სენატიც დაუჭერს მხარს, მის ძალაში შესასვლელად ტრამპის ხელმოწერა საჭირო აღარ იქნება.

თეთრი სახლის განცხადებით, რეზოლუცია „სასაცილო“ და „პოლიტიკურად მოტივირებულია.“ „ის ძირს უთხრის აშშ-ის შესაძლებლობას, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები,“- ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს