გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, 10 იანვარს, მცხეთის მუნიციპალიტეტისა და თიანეთის რაიონის რამდენიმე სოფელში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.
კომპანიის ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 იანვარს, 11:00-დან 12:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში, ხოლო 14:30-დან 18:00 საათამდე - სოფლებში მამკოდა, ლელუბანი, გლდანი, მშრალხევი, ნადიკვრები, ვეჯინი, ნადიკვრების და მიმდებარე ტერიტორიაზე.
12:00-დან 17:00 საათამდე დენი შეუწყდება თიანეთის რაიონის სოფლებს სიმონიანთხევი, თოლენჯი, ნადოკრა, ალოტი, ჩეკურაანთგორი, ბოკონი, ქვემო კვერნაულა, სიმხევი და მიმდებარე სოფლებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.