ავსტრალიას ხანძრებთან ბრძოლაში ამერიკელი მეხანძრეები დაეხმარებიან

ავსტრალიას ხანძრებთან ბრძოლაში 150-ზე მეტი ამერიკელი მეხანძრე დაეხმარება. „ცეცხლმა ქვინსლენდსა და ახალ სამხრეთ ველსში განსაკუთრებული საფრთხეები შექმნა და გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. ჩვენი სახანძრო სამსახურების თანამშრომლობა წლებს ითვლის და ეს ნაბიჯიც ამერიკა-ავსტრალიის მეგობრობისა და ალიანსის დასტურია“,-განაცხადა აშშ-ის ელჩმა ავსტრალიაში ართურ ბ.ქულვაჰაუსმა.

ავსტრალიას კერძო ამერიკული კომპანიებიც ეხმარებიან, რომლებმაც კონტინენტზე სპეციალური საჰაერო ხომალდები გაგზავნეს.

ცნობისთვის, ავტრალია ხანძრებს სექტემბრიდან ებრძვის. ვითარება დღეს კიდევ უფრო რთულია. ხელისუფლება მოსახლეობას სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდებს. ქვეყნის პრემიერის, სკოტ მორისონის თქმით, პარასკევი „ურთულესი დღე იქნება აღმოსავლეთ შტატებში“, სადაც სინოპტიკოსების თქმით, ძლიერი ქარი, მაღალი ტემპერატურა და ელვაა მოსალოდნელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა