აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმში დილით სროლის ხმა ისმოდა, თუმცა ე.წ. შს მინისტრი „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან“ სროლის ფაქტს არ ადასტურებს

აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმში დილით სროლის ხმა ისმოდა, თუმცა ე.წ. შს მინისტრი აცხადებს, რომ „პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან“ სროლა არ ყოფილა.

„მე აქ ადგილზე ვარ. არც ერთხელ გამიგია სროლის ხმა“,- აცხადებს რაულ სმირი.

მისივე განცხადებით, სამართალდამცველების მთავარი დავალებაა, არ დაუშვას ფიზიკური დაპირისპირება ოპოზიციისა და „მთავრობის“ მომხრეებს შორის.

„ჩვენ მოვალეობას ვასრულებთ. ჩვენი საქმეა, არ მოხდეს დაპირისპირება, არ დავუშვათ სისხლისღვრა“,- აცხადებს სმირი.

შეგახსენებთ, აფხაზეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. გუშინ ოპოზიციის მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით ისინი შენობაში შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაბათილებას და დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ.

მოგვიანებით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა დადგენილების პროექტი მიიღეს, რომლითაც დე ფაქტო პრეზიდენტ მიმართავენ „სახელმწიფოს მეთაურის“ თანამდებობიდან ვადაზე ადრე გადადგეს, თუმცა რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს.

იხილეთ ვიდეო: ყველაფერი, რაც სოხუმში არსებული არეულობის შესახებ ვიცით [Live/განახლებადი]

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა