„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მომდევნო ეტაპი დაიწყო

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომდევნო ეტაპი დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯივიპიდან“ აცნობეს, აღნიშნული ეტაპი, კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე ნახევარ კილომეტრზე მეტი წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის სრულ განახლებას ითვალისწინებს.

„ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა.

ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტის ჯამური ინვესტიცია 10 მლნ ლარს შეადგენს. სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა