დონალდ ტრამპი - ჩვენ ვიცავთ ევროპას რუსეთისგან - წლების მანძილზე ნატო-მ უპირატესობა ჩვენს ხარჯზე მოიპოვა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ვაშინგტონი დიდი ხანია ევროპას რუსეთისგან იცავს, თუმცა ევროპელ პარტნიორებს ამისთვის ადეკვატური ფასის გადახდა არ უნდათ. დონალდ ტრამპმა ამის შესახებ ოჰაიოში ვიზიტის დროს განაცხადა.

„ისინი მაკრიტიკებენ მე, რომ ვითხოვ ნატო-სთვის შეასრულონ თავისი მოვალეობები, ვითხოვ გაზარდონ ხარჯები საკუთარი უსაფრთხოებისთვის. წლების მანძილზე ნატო-მ უპირატესობა ჩვენს ხარჯზე მოიპოვა. ეს ჩვენ ვართ, ვინც ევროპას რუსეთისგან იცავს და ამას ჩვენს ხარჯზე აკეთებს. ამავდროულად, ისინი ამცირებენ სამხედრო ხარჯებს. ეს მიუღებელია“, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმითვე, სწორედ მისი ამ პოზიციის გამო, ის, ბარაკ ობამასგან განსხვავებით, არ უყვართ.

„ამიტომ არ მოვწონვართ მე და მოსწონთ ობამა. იმიტომ, რომ ობამა მათ ყველაფერზე ეუბნებოდა, გამარჯობა, გამარჯობა, ნახვამდის, ნახვამდის. იმიტომ მოსწონთ ის“, - განაცხადა ტრამპმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს