მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია - თუ ვინმეა უგულო და სახარებას არღვევს, ეს არის საპატრიარქო - მამა გიორგი არის პირადი ტყვე

მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიას განცხადებით, საპატრიარქო “ბოროტი გუნდია”. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყველა იმ ბოროტი პროცესის დამგეგმავი, რაც ეკლესიაში მიმდინარეობს, საპატრიარქოა.

მისივე თქმით, საპატრიარქოს წევრები არ ცხრებიან და „ცდილობენ ნელ-ნელა გაანადგურონ ადამიანები, იმისათვის რომ არ ილაპარაკონ იმაზე, რომელშიც წვლილი თავადვე აქვთ”.

“ყველაზე დიდი დამნაშავეები თუ ვინმე ადმინისტრაციულ ერთეულში გვყავს, ეს არის საპატრიარქო, თუ ვინმეა ამ საქმეში დამნაშავე, ეს არის საპატრიარქო, თუ ვინმეა უგულო და სახარებას თუ ვინმე არღვევს, ეს არის საპატრიარქო. ვფიქრობ, რომ მამა გიორგი არის პირადი ტყვე. საქმეებზე დაკვირვებით ვამბობ, რომ არა მხოლოდ შორენა თეთრუაშვილი ან კონკრეტული პირები, ეს არის ერთი დიდი ბოროტი გუნდი, რომელიც მას ამყოფებს საპატიმროში, ბოროტი გუნდი არის საპატრიარქო. ადრე ითქვა, რომ ეს არის საპატრიარქოს ბანდა. ეს ადამიანები დღემდე არ ცხრებიან და ცდილობენ ნელ-ნელა გაანადგურონ ადამიანები, იმისათვის, რომ არ ილაპარაკონ და არ წამოიწიოს ის პრობლემები, რომელშიც წვლილი თავადვე აქვთ. ისე ლაპარაკობენ, მოგეჩვენება, რომ წმინდანების კრებულია, თუმცა ეს ადამიანები არიან დამგეგმავი იმ ბოროტების, რაც დღეს მიმდინარეობს საეკლესიო სივრცეში - ადამიანის გაწირვა, არაერთი გარიგება, რაც პირადად მეც ვიცი და უმაღლესმა იერარქებმა ხომ იციან, ზოგი თვითონაა ამ ყველაფრის შემოქმედი და ეს კომპრომატები არსებობს”,- განაცხადა მამა ანდრია სარიამ.

მღვდელ-მონაზონმა დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამით სპეკულაციას არ დაიწყებს.

„მისი ჯანმრთელობით სპეკულაციას არ ვაპირებ. სტაბილურად მძიმეა, რომელმაც შეიძლება ადამიანი დააინვალიდოს, თუ არ მოხდება მკურნალობა, ამ წუთას არაა ისეთ მდგომარეობაში, რომ სიცოცხლისთვის საშიში იყოს, მაგრამ ასე გაგრძელება არ შეიძლება”,- განაცხადა მღვდელ-მონაზონმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო