ანა ნაცვლიშვილი - „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული რეფორმის შედეგად, მივიღეთ უზარმაზარი საერთაშორისო კრიტიკა და უვადოდ გამწესებული ჩინჩალაძე-მურუსიძის „კლანი“

„ქართული ოცნების“ მიერ გატარებული რეფორმის შედეგად, ჩვენ ორად ორი რამ მივიღეთ - უზარმაზარი საერთაშორისო კრიტიკა და უვადოდ გამწესებული ჩინჩალაძე-მურუსიძის „კლანი“ ახლა, უკვე უზენაეს სასამართლოში,- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა მოსამართლეებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, დასკვნაში არის ჩანაწერი, რომელიც ამბობს, რომ პროცესი დაცული არ იყო პოლიტიკური ზეგავლენისგან.

„ეუთო-ს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის მიერ ამ დასკვნაში მწვავედ და კრიტიკულად არის შეფასებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი, რომელსაც ჩვენ პირველივე დღიდან, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კანონპროექტი მზადდებოდა პარლამენტში, ვაკრიტიკებდით. ვხედავდით, რომ ეს პროცესი იყო სრული ფარსი, ის არ ემსახურებოდა უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას კეთილსინდისიერი და პროფესიონალი კადრებით, არამედ ემსახურებოდა ერთადერთ რამეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიტაცოს და ჯიბეში ჩაიდოს საქართველოში სასამართლოს უზენაესი და ბოლო ინსტანცია.

„ქართული ოცნების“ მიერ გატარებული რეფორმის შედეგად ჩვენ ვერ მივიღეთ დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო, მაგრამ მივიღეთ უზარმაზარი საერთაშორისო კრიტიკა და უვადოდ გამწესებული ჩინჩალაძე-მურუსიძის „კლანი“ ახლა, უკვე უზენაეს სასამართლოში.

ეუთო-ს გარდა, შეგახსენებთ, რომ არ დარჩენილა არცერთი საერთაშორისო ინსტიტუცია, ევროსაბჭო, ევროკავშირი, ყველა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომელსაც არ გაეკეთებინა მწვავე და კრიტიკული განცხადება ამასთან მიმართებაში. რაც ყველაზე უფრო ნიშანდობლივია და რაზეც ჩვენ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, არის ჩანაწერი ამ დასკვნაში, რომელიც ამბობს, რომ პროცესი დაცული არ იყო პოლიტიკური ზეგავლენისგან და რომ ხელისუფლების ნება, სათანადოდ დაეკომპლექტებინა უზენაესი სასამართლო, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. საინტერესოა, რომ ამ ანგარიშში კრიტიკულადაა შეფასებული რამდენიმე გარემოება, აქ აღნიშნულია, რომ მართალია პროცესი იყო საჯარო და ღია, მაგრამ თავად კენჭისყრა იყო დახურული და გადაწყვეტილებები იყო დაუსაბუთებელი, რაც, რა თქმა უნდა, აზრს უკარგავს პროცესის ღიაობას, იმიტომ, რომ ეს არ არის რეალური გამჭვირვალობა.

ასევე, მკაცრად არის გაკრიტიკებული ის, რომ ინტერესეთა კონფლიქტი არ იყო თავიდან აცილებული, გასაჩივრების უფლებით არ იყვნენ კანდიდატები უზრუნველყოფილნი, დასმული კითხვების დროს გამოიკვეთა ცალსახა მიკერძოება.

ასევე შეფასებულია ის პროცესები, რომელიც არა მხოლოდ პარლამენტის შიგნით მიმდინარეობდა ამ დროს, არამედ მიმდინარეობდა გარეთ, გახსოვთ თქვენ ის დაძაბულობა, რომელიც იყო ამ პროცესის პარალელურად. ფაქტობრივად, უპრეცედენტო რამ ვიხილეთ ჩვენ, მსოფლიოს ისტორიას ასეთი რამ არ ახსოვს, როცა პიკეტირების რეჟიმში, თავდაცვის რეჟიმში და პოლიციის კორდონით გარშემორტყმულმა პარლამენტმა აირჩია ადამიანები, რომლებმაც ამ ქვეყანაში სამართალი უნდა განაგონ,“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო