ბლუმბერგი - აშშ წყნარ ოკეანეში სპეციალური დავალების ძალებს გაგზავნის, რომელიც შეძლებს ოპერაციების განხორციელებას ჩინეთის წინააღმდეგ

აშშ-ის არმია გეგმავს წყნარ ოკეანეში გაგზავნოს სპეციალური დავალების ძალები, რომლებიც შეძლებენ განახორციელონ ინფორმაციის მოპოვება, ელექტრონული, კიბერ და სარაკეტო ოპერაციების წარმოება ჩინეთის წინააღმდეგ. ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს.

ძალები, რომლებიც სავარაუდოდ, ფილიპინების აღმოსავლეთ კუნძულებსა და ტაივანში განლაგდებიან, აღჭურვილი იქნებიან შორი რადიუსის შეიარაღებით, მათ შორის ჰიპერსონალური რაკეტებით, რომლითაც შესაძლებელი იქნება დარტმა განხორციელდეს როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო სამიზნეებზე.

გამოცემასთან ინტერვიუში არმიის მდივანმა რაიან მაკარტიმ აღნიშნა, რომ დანაყოფი შეძლებს გაანეიტრალოს ზოგიერთი შესაძლებლობები, რომელსაც ჩინეთი და რუსეთი უკვე ფლობენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა