ანა ნაცვლიშვილი - დეკანოზ გიორგი მამალაძეს უნდა ჰქონდეს უფლება, მიიღოს გადაუდებელი სამედიცინო მკურნალობა, რომელიც ესაჭიროება

დეკანოზ გიორგი მამალაძეს უნდა ჰქონდეს უფლება, მიიღოს გადაუდებელი სამედიცინო მკურნალობა, რომელიც ესაჭიროება და იმ შემთხვევაში, თუკი ეს მკურნალობა დაიგვიანებს, შეიძლება მათ იდავონ სასამართლოში, რომ მკურნალობის არჩატარების პირობებში ის ექვემდებარება არაადამიანურ მოპყრობას“, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მან ისაუბრა იმის შესახებ, რომ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახი და ადვოკატები ამზადებენ სარჩელს სასჯელის მოხდის გადავადების თაობაზე, რათა შესაბამის დაწესებულებაში მამალაძეს მკურნალობა ჩაუტარდეს.

„რამდენადაც ცნობილია, არსებობს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი დასკვნა, ორივე სანდო ინსტიტუციის მიერ დადებული, რომელიც ამბობს, რომ მამალაძეს ესაჭიროება მკურნალობა, რომლის მიღების შესაძლებლობაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფიზიკურად არ არსებობს. როგორც ეს დასკვნები მიუთითებენ, მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, შესაბამისად, მკურნალობის მიღება მისთვის გადაუდებელი და აუცილებელია. ამ დასკვნებზე დაყრდნობით შეიძლება განვაცხადოთ, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო სამართლის სტანდარტებზე დაყრდნობით, მას უნდა ჰქონდეს უფლება, მიიღოს ის გადაუდებელი სამედიცინო მკურნალობა, რომელიც ესაჭიროება და იმ შემთხვევაში, თუკი ეს მკურნალობა დაიგვიანებს, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით შეიძლება, მათ იდავონ სასამართლოში, რომ მკურნალობის არჩატარების პირობებში ის ექვემდებარება არაადამიანურ მოპყრობას“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, სამართლებრივად უნდა მოხდეს გადავადება და დასკვნებზე დაყრდნობით ამის საფუძველი იკვეთება, თუმცა, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ იურიდიული სტანდარტებით არ მიიღება.

„პრაქტიკაში როგორი იქნება გადაწყვეტილება, მხოლოდ სამართალს არ ექვემდებარება, რასაც ჩვენ ხშირად ვხედავთ მამალაძესთან მიმართებაში, ამიტომ პროგნოზირება გამიჭირდება. აქ რომ იყოს მხოლოდ იურიდიული სტანდარტების მიხედვით გადაწყვეტილების მიღება, იქნებოდა მარტივი პასუხი, რომ დიახ, უნდა გადაუვადდეს, მაგრამ მამალაძის საქმეში ჩვენ ვხედავთ უფრო დიდ წილს პოლიტიკისა, ვიდრე - სამართლის“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა