ირაკლი სესიაშვილი სამთავრობო ცვლილებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სამთავრობო ცვლილებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს. ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ არჩევნების წინ პრემიერ- მინისტრი შეიცვალოს, სესიაშვილი პასუხობს, რომ ეს არის ოპონენტების მიზანმიმართული მცდელობა, წარმოაჩინონ თითქოს „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში გარკვეული პრობლემებია.

„შემიძლია გითხრათ, რომ პრემიერ-მინისტრიც და ყველა მინისტრი აქტიურად მუშაობს ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების და გამოწვევების დასაძლევად. დარწმუნებული ვარ, ამას წარმატებით გავართმევთ თავს“, - განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი გახარია პრემიერის პოსტს დატოვებს და მას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე შეცვლის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს