დონალდ ტრამპი - ნატო-მ ახლო აღმოსავლეთიც უნდა მოიცვას და ახალ ალიანსს დავარქვათ „ნატო+ახლო აღმოსავლეთი“ –  რა მშვენიერი სახელწოდებაა, სახელებს კარგად ვიგონებ

მედიის ცნობით, ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ნატო ახლო აღმოსავლეთში უნდა გაფართოვდეს.

„მე ვფიქრობ, ნატო უნდა გაფართოვდეს, ჩვენ ახლო აღმოსავლეთიც უნდა მოვიცვათ“,-განაცხადა ტრამპმა. მისი განცხადებით, სტოლტენბერი ამ აზრით „აღფრთოვანებულია“.

„ახალ ალიანსს შეგვიძლია დავარქვათ ნატო+ახლო აღმოსავლეთი. რა მშვენიერი სახელწოდებაა. სახელებს კარგად ვიგონებ“, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ალიანსისთვის, მთავარ კონტრიბუციას აშშ იღებს, რაც „სამართლიანი არ არის“.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტრამპი ნატო-ს ახლო აღმოსავლეთში გაფართოვების მომხრეა

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა