ზურაბ ბუდაღაშვილსა და შს სამინისტროს თანამშრომელს შორის სასამართლოზე შეკამათება მოხდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების: ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. მორიგი სხდომა 13 იანვარს, 10:30 საათზე დაინიშნა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე უნდა დაეკითხათ, თუმცა მათგან მხოლოდ ერთი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის დაკითხვა მოხერხდა. მოწმის დაკითხვის შემდეგ, დაცვისა და ბრალდების მხარის თხოვნით, სასამართლო პროცესი გადაიდო.

ბრალდების მხარის მოწმემ 20 ივნისის ღამის დეტალები გაიხსენა. გარდა ამისა, ბრალდების მხარემ წარადგინა ვიდეომტკიცებულება, რომელშიც მოწმემ საკუთარი თავი ამოიცნო და ასევე სავარაუდოდ, ერთ-ერთი ბრალდებული ზურაბ ბუდაღაშვილი.

დაკითხვის დროს ბუდაღაშვილი მოწმესთან პოლემიკაში შევიდა და ჰკითხა, რა ნიშნით ამოიცნო ის კადრებში, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ ის ვიდეოკადრებში მონაწილე ერთ-ერთი პირს "ჭაღარა თმით" მიამსგავსა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა განუცხადა, მოწმე არ იცნობს ბრალდებულებს და ფაქტის პირდაპირი მოწმე არ არის.

“დღევანდელ პროცესზე დაიკითხა მოწმე, რომელმაც სატელევიზიო ფირზე საკუთარი თავი ამოიცნო, თუმცა არანაირი ამოსაცნობი ნიშანი მას არ ჰქონდა, ეკეთა ჩაფხუტი, ასევე აირწინაღი, რობოკოპში იყო შემოსილი და მიუხედავად იმისა, რომ რამე ნიშანი არ იყო, ამოიცნო საკუთარი თავი და რამდენიმე ადამიანი. მოწმის თქმით, ჭაღარათმიანი ადამიანი იცანო ვიდეოზე. თვითონ მას ბუდაღაშვილი არ უნახავს, არ იცნობს, ამ კონკრეტული ფაქტის პირდაპირი მოწმე არ არის", - განაცხადა ადვოკატმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს