ნინო წილოსანი - ოპოზიციაშიც ფიქრობენ, რომ მარკეტინგულად კარგად ვერ „გაბრენდეს“ დასახელება „შავი სია“ და სახელი შეცვალეს

ოპოზიციაშიც ფიქრობენ, რომ მარკეტინგულად კარგად ვერ „გაბრენდეს“ დასახელება „შავი სია“ და სახელი შეცვალეს, თუმცა აქ დასახელებაში კი არა, პრინციპშია საქმე, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შემუშავებულ „შავი სიაზე“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ შავი სია ანგარიშწორების სიაა, რომელსაც ოპოზიციის ლიდერები ხორცს იმ შემთხვევაში შეასხამენ, თუ ხელისუფლებაში მოვლენ.

„გაშავებული ადამიანები აკეთებენ „შავ სიას“. ძალიან საინტერესო იქნება მათი მორალური და ღირებულებითი კონდიციის შემთხვევაში, როგორ სახეს მიიღებს ეს. უბრალოდ, ირონიულად ვამბობ, რომ საინტერესოა. ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ ეს ადამიანები ვერ სწავლობენ თავიანთ შეცდომებზე ჭკუას. ისინი ახლაც კი ფიქრობენ, რომ მარკეტინგულად კარგად ვერ გაბრენდეს დასახელება - „შავი სია“ და შეცვალეს დასახელება. თუმცა, აქ დასახელებაში არ არის საქმე. საქმე არის პრინციპში, რომ ისინი შურისძიებით და ანგარიშსწორებით არიან დღესაც კი, როდესაც ისინი ოპოზიციაში არიან და ემზადებიან იმისთვის, რომ თუ მოვლენ ხელისუფლებაში, ამ ანგარიშწორების სიას, საბოლოო ჯამში, ხორცს შეასხამენ“,- განაცხადა წილოსანმა.

თენგიზ ფხალაძე - პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობაში უნდა არსებობდეს ზღვარი, რომლის იქითაც პროცესი არ უნდა წავიდეს, თუკი ეს ზღვარი წაიშალა, მძიმე შედეგს მივიღებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2020
ავთანდილ წულაძე - საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის სტრატეგიული მიზანი არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაა
„ინვესტ ჯგუფი“ ანანოვების სასახლის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
"თიბისიმ" მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული მობაილბანკი განაახლა