ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე პროკურატურის ორი მოწმე დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდების საქმეზე პროკურატურის ორი მოწმე: ირაკლი ბუთბაია და ვასილ თედიაშვილი დაიკითხა. ორივე მათგანი პოლიციელია, რომლებმაც აღნიშნეს, რომ 20 ივნისს პარლამენტთან ღამით მიმდინარე აქციაზე ოქრუაშვილი დაინახეს.

სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთმა მოწმემ, ვასილ თადიაშვილმა განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამეს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ირაკლი ოქრუაშვილი იმყოფებოდა, თუმცა მისგან რაიმე ტიპის მოწოდება არ გაუგია.

„ხალხი გვაწვებოდა და თვითონ ირაკლი ოქრუაშვილიც გვაწვებოდა. მისგან რაიმე მოწოდება არ გამიგია. მას ტელევიზიით ვიცნობდი. ოქრუაშვილთან ფიზიკური კონტაქტი არ მქონია. ასევე, როცა გამიტაცეს, იქ ოქრუაშვილი არ იყო", - განაცხადა ვასილ თედიაშვილმა.

სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა მოწმე ვასილ თედიაშვილის მიერ აღნიშნულ საქმეზე 2019 წლის ივლისში მიცემული ჩვენება წარმოადგინა. ადვოკატის თქმით, ვასილ თედიაშვილის დაკითხვამდე, 20 ივნისის აქციის საქმეზე ჩვენება მისცა კიდევ ერთმა მოწმე, გოგა ჩადუნელმა. მამუკა ჭაბაშვილის განმარტებით, ორივე მოწმის ჩვენებაში ზოგიერთ წინადადებას ერთნაირად აკლია ასოები, წინადადებები ერთნაირად არ სრულდება და ერთნაირი გრამატიკული შეცდომებია. ჭაბაშვილმა მოწმე თედიაშვილს ჰკითხა, არის თუ არა ეს ჩვენები „დაკოპირებული", რაზეც მოწმემ უპასუხა, ამის შესახებ არაფერი იცის.

რაც შეეხება მეორე მოწმის, პოლიციელ ირაკლი ბუთბაიას მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას, ის ამბობს, რომ 20 ივნისის აქციაზე ირაკლი ოქრუაშვილისგან კონკრეტული მოწოდება გაიგონა.

„ოქრუაშვილი იძახდა „წინ, წინ". მე და ოქრუაშვილი ერთმანეთის პირდაპირ ვიდექით. ჩვენ დამშვიდებისკენ მოვუწოდებდით ხალხს, ოქრუაშვილი ხალხთან ერთად გვაწვებოდა", - განაცხადა ირაკლი ბუთბაიამ.

დღევანდელ სხდომას ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი არ ესწრებოდა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა