პროკურორი - პოლიციის თანამშრომელები უთითებენ, რომ აქციაზე ირაკლი ოქრუაშვილი მათ წინ იმყოფებოდა და ცდილობდა კორდონის გარღვევას

პროკურორ ვაჟა თოდუას განცხადებით, საქმის მასალებით დგინდება, რომ 20 ივნისს, პარლამენტთან მიმდინარე აქციის ღამეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი კორდონის გარღვევას ცდილობდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეზე დღეს პოკურატურის ორი მოწმე დაიკითხა, რომელთაგან ერთ-ერთი ადასტურებს, რომ ოქრუაშვილი აქციის ღამეს მონაწილეებს კონკრეტული სიტყვით მიმართავდა.

"დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა. მათ განაცხადეს, რომ ნახეს ირაკლი ოქრუაშვილი, მათ წინ იდგა, ცდილობდა პოლიციის კორდონის გარღვევას და აწვებოდა პოლიციის კორდონს. პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ ოქრუაშვილი მიმართავდა ადამიანებს სიტყვებით "წინ, წინ" და ამ მოქმედებებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ბრალდების მხარემ ამ საქმეზე უკვე დაკითხა რამდენიმე მოწმე. როგორც საქმის მასალებით დგინდება, ირაკლი ოქრუაშვილი პარლამენტთან სხვადასხვა ლოკაციებზე იყო. ერთ-ერთ ლოკაციაზე ყოფნის დროს ის იმყოფებოდა რამდენიმე პირთან ერთად, მათ მოუწოდებდა, რომ გაერღვიათ პოლიციის კორდონი. ამის თაობაზე დაიკითხნენ პოლიცის თანამშრომელები, რომლებიც უთითებდნენ, რომ აქციაზე ირაკლი ოქრუაშვილი მათ წინ იმყოფებოდა და ცდილობდა კორდონის გარღვევას. ამავდროულად, ყველა მოწმეს წარედგინა ის ვიდეომასალა, რაც ბრალდების მხარეს აქვს წარმოდგენილი და ამ ვიდეომასალაში ჩანს ყველა ის მოქმედება, რაც მოხდა", - განაცხადა ვაჟა თოდუამ.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია