ვარკეთილში, „ანას ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გზა გადაკეტეს

ვარკეთილში, „ანას ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გზა გადაკეტეს. როგორც მათ „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ისინი დაშლას არ აპირებენ და სამშენებლო ტექნიკას „ანას ბაღთან" მისვლის საშუალებას არ მისცემენ.

„ჩვენ აქ ვიქნებით და არ დავიშლებით. სამშენებლო ტექნიკას ბაღთან მისვლის საშუალებას არ მივცემთ. თუ გადაგვივლიან, კი ბატონო", - განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა ანა ქართველიშვილმა.

ცნობისთვის, ვარკეთილის ზემო პლატოზე, 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ, სადაც „ანას ბაღის“ ნაცვლად, 10-სართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს, ადგილობრივ მოსახლეობასა და იმ კომპანიის დაცვის წარმომადგენლებს შორის, რომელიც აპირებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა განახორციელოს, დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივების მოთხოვნაა, ვარკეთილში, ზემო პლატოს 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ არ აშენდეს 10- სართულიანი კორპუსი და ისევ გამწვანება დარჩეს.

ადგილობრივებსა და კომპანია „გისსონის" დაცვის თანამშრომლებს შორის დაპირისპირებისას, 4 პირი დააკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა