„თავისუფალი საქართველო“ - ანაკლიის პროექტი არ უნდა ჩაიშალოს

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ანაკლიის პროექტის ჩაშლის შესახებ ეხმაურება. მისი თქმით, ღრმაწყლოვანი პროექტის განხორციელება თავიდანვე კორუფციული სქემით ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებამ დაიწყო და ახლა ივანიშვილმა „წარმატებით“ გააგრძელა.

„მიგვაჩნია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტი აუცილებლად სჭირდება საქართველოს. დღესდღეობით, ჩვენი ქვეყანა, პრაქტიკულად, ვერანაირ სარგებელს ვერ იღებს თავისი გეოგრაფიული მდებარეობით და მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიურად იზრდება აზიიდან ევროპისკენ მიმავალი ტვირთების რაოდენობა, ეს არანაირად არ აისახება ფოთისა და ბათუმის პორტების ტვირთბრუნვაზე. ამისი მიზეზი სპეციალისტების მიერ ჯერ კიდევ ათეულობით წლების წინ არის დადგენილი: აუცილებელია და საქართველოს სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, რომელსაც ექნება საზღვაო ტვირთების მომსახურების უფრო მეტი შესაძლებლობა, ვიდრე ბათუმისა და ფოთის პორტებს გააჩნიათ.

ხელისუფლებამ პროექტის განხორციელება თავიდანვე კორუფციული სქემით დაიწყო, როდესაც ის წაართვა კანონიერ მესაკუთრეს - თემურ ქარჩავას. აღსანიშნავია, რომ რეკეტი დაიწყო ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებამ და „წარმატებით“ გააგრძელა ივანიშვილმა“, - განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ბევრად უფრო დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, ვიდრე ივანიშვილისა და სააკაშვილის ვიწრო პოლიტიკური ინტერესები.

„კორუფციის მეორე ეტაპი იყო საერთაშორისო კონკურსი, რომელიც სრულიად არაგამჭვირვალე რეჟიმში წარიმართა. მთავრობამ პორტის მშენებლობაზე უარი უთხრა ჩინელ ინვესტორს, რომელსაც გააჩნდა, როგორც პროფილური გამოცდილება, ასევე მრავალმილიარდიანი ფინანსური გარანტიები და კონკურსში გამარჯვებულად გამოაცხადა კონსორციუმი. როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, კომპანიას არ აღმოაჩნდა საკმარისი რესურსი პროექტის განხორციელებისთვის.

ყოველივე ამან გამოიწვია, ერთი მხრივ, პროექტის დისკრედიტაცია, ასევე, უზარმაზარი ეკოლოგიური ზიანის, რაც ანაკლიის სანაპიროზე სრულიად აშკარაა (ამასთან დაკავშირებით „თავისუფალი საქართველო“ სპეციალურ განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს).

მიგვაჩნია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ბევრად უფრო დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, ვიდრე ივანიშვილისა და სააკაშვილის ვიწრო პოლიტიკური ინტერესები. ამიტომაც აუცილებელია, გამოცხადდეს საერთაშორისო კონკურსი, რომელიც ჩატარდება გამჭვირვალედ და გამარჯვებულად გამოცხადდება, არა ივანიშვილის ან სააკაშვილის წრეებთან დაახლოვებული ჯგუფი, არამედ მსხვილი საერთაშორისო კომპანია, რომელიც რეალურად შეძლებს მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელებას საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროექტში“, - განაცხადა კახა კუკავამ, რომლის კომენტარსაც „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს .

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო