რევაზ სოხაძე - ოპოზიციის განცხადებებზე ყველას გვეღიმებოდა, მაგრამ ახლა მათი ქცევა და კომენტარები უკვე მარაზმში გადაიზარდა

ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ოპოზიციის ბრალდებებს თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე გამოეხმაურა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

სოხაძის თქმით, ოპოზიცია ქალაქში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების გადაფარვას აბსურდული განცხადებებით ცდილობს.

„მინდა გითხრათ, რომ ოპოზიციის განცხადებებზე ყველას გვეღიმებოდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მათი ქცევა და კომენტარები უკვე მარაზმში გადაიზარდა. ოპოზიციის წარმომადგენლები ქალაქის მასშტაბით, სადაც ორმოს დაინახავენ, მედიის წარმომადგენლებს იბარებენ და აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ. მათ ქცევას არასერიოზულიც აღარ ჰქვია. მინდა გითხრათ, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. საბურავები მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნითაა მოთავსებული, რადგან როგორც ცნობილია გამზირზე ნაგვის ახალი, მიწისქვეშა კონტეინერები განთავსდება. მე, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს იმედი მაქვს, რომ მსგავსი ტიპის ურნები მთელს თბილისში განთავსდება. ფაქტია, რომ დედაქალაქში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს