აღმოსავლეთ სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების პოზიციებზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა, დაღუპულია 8 სამხედრო

აღმოსავლეთ სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების პოზიციებზე დაუდგენელმა საჰაერო ხომალდებმა თავდასხმა განახორციელეს, რომლის შედეგადაც 8 სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას სირიის „ადამიანის უფლებების ობსერვატორიაზე“ დაყრდნობით „ესოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საჰაერო დარტმის შედეგად იარაღის საცავები და სამხედრო მანქანებიც განადგურდა.

ერაყის უსაფრთხოების ძალების მაღალჩინოსნის ინფორმაციით, თავდასხმა სავარაუდოდ, ისრაელის მიერ განხორციელდა, თუმცა იერუსალიმი თემაზე კომენტარს არ აკეთებს. მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ პენტაგონშიც.

იხილეთ ვიდეო: აღმოსავლეთ სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების პოზიციებზე საჰაერო თავდასხმას 8 სამხედრო ემსხვერპლა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო