გია ვოლსკი - აფხაზეთში პრობლემის თავი და თავი ოკუპაციაა და საოკუპაციო რეჟიმის ინტერესი, არ განვითარდეს ეს მხარე და ბოლომდე მოსკოვზე დამოკიდებულ სისტემად დარჩეს

აფხაზეთში პრობლემის თავი და თავი ოკუპაციაა და საოკუპაციო რეჟიმის ინტერესი, რომ არ განვითარდეს ეს მხარე და დარჩეს ასე ბოლომდე მოსკოვზე დამოკიდებულ სისტემად,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აფხაზეთში ასეთი მძიმე ვითარება ჯერ არ ყოფილა.

„დაპირისპირებული მხარეები არანაირად არ გამოხატავენ რაიმე კანონიერ პოზიციას, ეს არის უკანონო არჩევნები და მის ფორმატში ერთმა ჯგუფმა გამოხატა უკმაყოფილება მეორე ჯგუფის მიერ არჩევნების გაყალბების თაობაზე. ეს პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს და მწვავე ვითარებაში გადავიდა.

აფხაზეთს და აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი განვითარების საშუალება. ასეთი არ არსებობს, ასეთი მძიმე მდგომარეობა, რაც აფხაზეთშია შექმნილი, არ ყოფილა მისი ოკუპაციის პერიოდიდან მოყოლებული არც ერთი დღე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ სოხუმში უკვე მეორე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. ოპოზიციის მომხრეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში გუშინ შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები რაულ ხაჯიმბას გადადგომასა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებას ითხოვენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა