„ლელოს“ ლიდერებმა უკრაინის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერები გააკეთეს

პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ სახელით მოვედით საქართველოში უკრაინის საელჩოში რათა გამოვხატოთ მწუხარება მათ მიმართ, ვინც რამდენიმე დღის წინ ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და გრიგოლ გეგელიამ უკრაინის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერები გააკეთეს და განაცხადეს, რომ სხვა საელჩოებისთვის მიმართვასაც გეგმავენ.

„პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ სახელით მოვედით უკრაინის საელჩოში, რათა გამოვხატოთ მწუხარება იმ უკრაინელი, ასევე კანადელი და ირანელი მგზავრების მიმართ, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ. ასევე ჩვენ ვაპირებთ სხვა საელჩოებს მივმართოთ და გამოვხატოთ ჩვენი მწუხარება იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც დაიღუპნენ. ასეთი ტრაგედია არის საერთაშორისო, ეხება ყველას და ასეთ დროს საჭიროა ერთად დგომა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა თვითმფრინავმა თეირანის აეროპორტის სიახლოვეს კატასტროფა განიცადა. „ბოინგ 737“-ზე უკრაინის 11 მოქალაქე იმყოფებოდა (მათ შორის 2 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი), ასევე, კანადის 63 მოქალაქე, 82 - ირანის, 3 - გერმანიის, 10 - შვედეთის, 4 - ავღანეთის, 3 კი - დიდი ბრიტანეთის.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა