მამუკა მდინარაძე შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე - ეს ინფორმაცია სადღაც ნიუსრუმშია მოგონილი, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება

ეს ინფორმაცია არის მოგონილი და არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მე, უმრავლესობის ლიდერი არც ერთ მსგავს ინფორმაციას არ ვფლობ, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ახლო მომავალში მსგავსი არაფერი იგეგმება და ამაზე საუბარი არ მიდის.

„მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, ეს არის მოგონილი სადღაც ნიუსრუმში, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მე,უმრავლესობის ლიდერი არც ერთ მსგავს სიტყვასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ. რამდენად შეიძლება იყოს ეს ახლო პერსპექტივაში, გრძელვადიან პერსპექტივაში, ზოგადად, ყველაფერი მოსალოდნელია, არც ერთი თანამდებობა არ არის მუდმივი, მაგრამ დღეს ამის შესახებ საუბრები არ მიდის. არათუ ინფორმაცია არ არის მართალი, არამედ მოგონილია, მთელი პასუხიგებლობით გეუბნებით", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს და მის ნაცვლად არჩილ თალაკვაძე დაინიშნოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა