ნიკა გვარამიას განცხადებით, მოსამართლის მიერ მისი დაჯარიმების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

„მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რომლის თანახმად მან გვარამია სხდომაზე 500 ლარით დააჯარიმა.

ამასთან, მისივე თქმით, მოსამართლის აცილების საკითხი, კონკრეტულ კაბინეტში გადაწყდა რაზეც ჯერ არ სურს საუბარი.

„თვითაცილება, წინასწარ ვიცოდი, რომ დღეს მოხდებოდა.ზუსტად ვიცი, რომელ კაბინეტში ვის მიერ დაიგეგმა. ისიც ვიცი, რატომ. გამოიტანეს ჩემი სხდომაზე უკან დაბრუნების გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ასე იყო საჭირო და რომ ყველაფერი არ გამოვა ამ ქვეყანაში. ყოველდღე ჩანიშნული პროცესები, მთავარი მედია დირექტორების და ოპოზიციონერების დაჭერა არ გამოვა ქვეყანაში.

მე მახსოვს ამ მოსამართლის პროცესი ჩემს პირველ პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით. ვიცი, როგორ იქცევა, როცა ადეკვატურია. როცა არაადეკვატურია, ვხედავ ამას და ვამბობ, რომ არაადეკვატური ქცევაა და კანონშეუსაბამო. რას ნიშნავს ამის უფლება არ მაქვს?! ამასაც ვიტყვი და ამაზე უარესსაც“, - განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, მოსამართლემ ეს ყველაფერი გადაიყვანა პირად ურთიერთობაში იმიტომ, რომ საქმე აეცილებინა.

ამასთან, გვარამიას განმარტებით, აცილების საკითხის დაყენებას მისი დაცვის მხარე მაინც აპირებდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო