ირაკლი ლექვინაძე - კონკურენციის სააგენტოს მთავარი გამოწვევა ეფექტური კანონმდებლობა და  ნდობის მაღალი ხარისხია

პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ დახურვის ღონისძიებაზე, ევროკავშირის მიერ საქართველოში კონკურენციის სფეროს სამწლიანი მხარდაჭერის შედეგები შეაჯამეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსი ვინსენტ რეი.

„დღეს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მთავარი გამოწვევა არის ეფექტური, სრულყოფილი კანონმდებლობა და ეკონომიკური აგენტების მხრიდან ნდობის მაღალი ხარისხი, რომელსაც წლების მანძილზე დაგროვებული ქეისების შედეგები განსაზღვრავს. საქართველოში კონკურენციის აღსრულების გასაუმჯობესებლად, ევროკავშირის პროექტის მიერ 100-ზე მეტი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა. მათ შორის, საკანონმდებლო ჩარჩოს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე, მომზადდა რეკომენდაციები. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული საკითხი უკვე პარლამენტშია ინიცირებული, რომელიც სამომავლოდ სააგენტოს ეფექტიან აღსრულებას მნიშვნელოვნად გააძლიერებს. გარდა ამისა, განხილვაშია კიდევ 3 კანონპროექტი, რომლის აღსრულების ნაწილი სწორედ კონკურენციის სააგენტოს ეხება. სამი წლის განმავლობაში, ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვისათვის, დარგობრივი მარეგულირებლებისთვის გაიმართა შეხვედრა-სემინარები და კონფერენციები. ჩატარდა ტრენინგები თანამშრომლებისათვის, რათა რაც შეიძლება დროულად მოხდეს საერთაშორისო, საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა და ქართულ რეალობაში ადაპტირება. ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, გამოიცა გზამკვლევი დოკუმენტაცია. მადლობა პროექტის ფარგლებში მონაწილე ყველა წევრს მხარდაჭერისათვის და თანამშრომლობისათვის. უკვე მომზადებულია მიმდინარე წლის სამოქმედი გეგმა, სადაც ძალიან ბევრი აქტივობაა განსაზღვრული და რაც ხელშემწყობი პირობა იქნება სააგენტოს სამომავლო ეფექტური მუშაობისათვის. გამომდინარე იქიდან, რომ კონკურენცია არის მთავარი ბაზრის განვითარებისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისათვის, კომპეტენციის ფარგლებში, გავაკეთებთ მაქსიმუმს და ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ბაზრის შეფასებას შეეხება, იქნება მაღალი პასუხისმგებლობით და მაღალი სტანდარტების საფუძველზე მიღებული“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

პროექტის დახურვის ცერემონიალს 100-მდე სტუმარი ესწრება. მათ შორის, სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, სახელმწიფო უწყებების, ბიზნეს სექტორის, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა