პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მორიგი სია შევიდა

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მორიგი სია შევიდა. ახალი 6-კაციანი სია პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა.

მოსამართლეობის კანდიდატები არიან: ილონა თოდუა; გენადი მაკარიძე; ნინო სანდოძე; პაატა სილაგაძე; გიორგი ტყავაძე; თეა ძიმისტარაშვილი.

აღსანიშნავია, რომ კანდიდატი პაატა სილაგაძე პარლამენტისთვის წარდგენილ სიაში უკვე მეორედ მოხვდა. სილაგაძე წინა 20-კაციან სიაშიც იყო, თუმცა 2019 წლის 12 დეკემბრის კენჭისყრაზე მან საკმარისი ხმები ვერ მიიღო. კერძოდ, სილაგაძეს კენჭისყრაზე არცერთმა დეპუტატმა არ მისცა ხმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტისთვის ახლა წარდგენილი კანდიდატები შეირჩნენ იმ 50 - კაციანი სიიდან, საიდანაც 20 კანდიდატი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს განსახილველად ზაფხულში წარუდგინა. 20 კანდიდატიდან კი პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 14 გაამწესა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო