„თავისუფალი საქართველო“ კარლო კოპალიანის „ტექნიკური უნივერსიტეტის“ კანცლერად დანიშვნას ეხმაურება

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, შოთა მაქაცარია დეპუტატ კარლო კოპალიანის „ტექნიკური უნივერსიტეტის“ კანცლერად დანიშვნას გამოეხმაურა. ამის შესახებ ინფორმაციას „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც მან აღნიშნა, „ეს სკანდალური ფაქტი კარგად წარმოაჩენს „ქარული ოცნებისა“ და არსებული რეჟიმის ხრწნის უკანასკნელ სტადიაში ყოფნას“.

მაქაცარიას თმით, კოპალიანის კანცლერად დანიშვნაში სრულიად აშკარაა, კორუფციის და ნეპოტიზმის ფაქტორი.

„ერთის მხრივ, ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტის მასხარად აგდებაა, როდესაც კანცლერის პოზიციაზე ინიშნება არა მეცნიერი, არამედ ადამიანი, რომელმაც საზოგადოებას თავი უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ნახევრად კომიკური განცხადებებით დაამახსოვრა. არჩევის პროცედურა კი, რომელიც გულისხმობს უკონკურენტოდ, 35-დან 34 ხმით გადაწყვეტილების მიღებას - მხოლოდ ოცდაათიანი წლების ბოლშევიკურ ტრადიციას თუ შეგვახსენებს.

მეორეს მხრივ, სრულიად აშკარაა, კორუფციის და ნეპოტიზმის ფაქტორი: „ქართული ოცნება“ ემზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალი პარტიული სიის დასაკომპლექტებლად. გასაგებია რომ ხელისუფლება 117 დეპუტატს ვეღარ გაიყვანს პარლამენტში. უკეთეს შემთხვევაში მათ შეიძლება ჰქონდეთ 30-35 მანდატის იმედი პროპორციული სიით. ამიტომაც „ბალასტის“ დასაქმება მაღალ ანაზღაურებად საბიუჯეტო სტრუქტურებში დაიწყეს.

ივანიშვილს და მის რეჟიმს აინტერესებს არა ის, თუ ვინ იქნება ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის კანცლერი, არამედ ის, რომ კოპალიანს და მის მსგავს სხვა მუქთახორებს უზრუნველი მომავლის გარანტიები შეუქმნან, რაც ანგრევს, როგორც ქვეყნის პოლიტიკურ, ასევე განათლების სისტემას.

„თავისუფალი საქართველო“ გმობს ამ გავრცელებულ მავნე პრაქტიკას და პირობას ვაძლევთ ქართულ საზოგადოებას, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადაიხედება პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ყველა დანიშვნა განათლების სისტემაში, რომელიც დამოუკიდებელი უნდა იყოს მმართველი რეჟიმის პოლიტიკური ხუშტურებისგან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო