ვოლოდიმირ ზელენსკი - თვითმფრინავზე სარაკეტო თავდასხმა გამორიცხული არაა, მაგრამ ჯერჯერობით ეს დადასტურებული არ არის

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ფაქტი, რომ უკრაინული ბოინგის ჩამოგდება რაკეტით მოხდა არ დადასტურებულა, თუმცა ოფიციალური კიევი ამ საკითხს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან განიხილავს.

ზელენსკიმ ასევე მოუწოდა აშშ-ს, კანადას და გაერთიანებულ სამეფოს გაუზიარონ სადაზვერვო ინფორმაცია თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ.

„თვითმფრინავზე სარაკეტო თავდასხმა გამორიცხული არაა, მაგრამ ჯერჯერობით ეს დადასტურებული არ არის“,-დაწერა ზელენსკიმ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს "უკრაინის ავიახაზების" თვითმფრინავი, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, ირანის დედაქალაქთან ჩამოვარდა, რა დროსაც ბორტზე მყოფი ყველა, 176 პირი, დაიღუპა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა