პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ახალ, 6-კაციან სიას, სავარაუდოდ, არ განიხილავს

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ახალ, 6-კაციან სიას, სავარაუდოდ, არ განიხილავს. როგორც ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა, არ იქნება რაციონალური და არც საერთაშორისო პარტნიორებთან იქნებიან მართლები, რომ კიდევ ახალი მოსამართლეების არჩევა დაიწყონ და ისინი განამწესონ.

მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინებას აპირებს.

„ჩვენ ვიცით, ეუთო/ოდირის რეკომენდაცია ასეთია, საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები ასეთი იყო და ძალიან საყურადღებოა ეს რეკომენდაციები იმის შესახებ, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტმა აღარ აირჩიოს მოსამართლეები. თუმცა, არის კანონით დადგენილი პროცედურა და მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ავტომატურად გაგრძელდა. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, მოქმედი პარლამენტი მოკლებულია არა კანონისმიერ, არამედ, ზოგადად შესაძლებლობას, რომ კიდევ აირჩიოს დამატებით მოსამართლეები.

ასევე, ვფიქრობ, რომ რესურსი იმისა, ჩვენ დავარწმუნოთ საერთაშორისო საზოგადოება, რომ ჩვენ უმეტესწილად გავითვალისწინეთ რეკომენდაციები, მაგრამ ჩვენ ახლა უნდა შევავსოთ ამ მოწვევის პარლამენტმა უზენაესი სასამართლო მთლიანად, არ არსებობს და რესურსზეც არ არის საუბარი, ამის ნება ჩვენი მხრიდან არ არსებობს.

ასე ხელაღებით არ შეიძლება ვთქვათ, რომ პროცესი ფორმალურია და ადამიანი, რომელიც მოდის გასაუბრებაზე, აუცილებლად ჩავარდება მისი კანდიდატურა, მაგრამ თუ გნებავთ, ასე მიიღეთ ჩემი მინიშნებაც, რადგან ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ კიდევ მეტი რაოდენობა შესაძლებელია ავირჩიოთ უზენაეს სასამართლოში ამ მოწვევის პარლამენტმა, რადგან ჩვენ ვთქვით და იქ დავასრულეთ ამაზე საუბარი, სადაც ოპტიმალურ რაოდენობაზე იყო მინიშნება, რომ კოლეგიები ორ-ორი მაინც, თითო პალატაში უნდა დაკომპლექტებულიყო. ეს რაოდენობა ამ წუთას საქართველოს უზენაეს სასამართლოში არის და ამ ეტაპზე საკმარისია. ვფიქრობ, არ იქნება რაციონალური, არც საერთაშორისო პარტნიორებთან ვიქნებით მართლები, რომ კიდევ დავიწყოთ ახალი მოსამართლეების არჩევა და გავამწესოთ ისინი,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა