ლევან ხაბეიშვილი - კალაძის და შს მინისტრის გზავნილია, რომ ძალადობით შეიყვანენ სამშენებლო ობიექტებზე, მათ შორის სკვერებში მძიმე ტექნიკას

ეს არის გზავნილი კალაძის და შს მინისტრის, რომ იძალადებენ და ასე ძალადობით შეიყვანენ სამშენებლო ობიექტებზე მათ შორის სკვერებში მძიმე ტექნიკას, - ასე გამოეხმაურა საკრებულოში „ნაცმოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი ვარკეთილში, „ანას ბაღთან“ ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის მომხდარ დაპირისპირებას.

ხაბეიშვილის განცხადებით, პატრული ფიზიკურად გაუსწორდა სამოქალაქო აქტივისტებს და უკანონოდ დააკავეს მოქალაქეები.

„ის, რაც პოლიციელებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ხდებოდა, მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება არის ძალაზე და ძალადობს საკუთარ მოსახლეობაზე. პატრული დღეს ფიზიკურად გაუსწორდა სამოქალაქო აქტივისტებს და მათ შორის ნახეთ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად უკანონოდ დააკავეს. რის გამო აკავებენ ადამიანებს? იმის გამო, რომ ითხოვენ სკვერში კორპუსი არ აშენდეს?! ანუ ეს არის ამ ხელისუფლების გზავნილი და ეს არის გზავნილი კალაძის და შს მინისტრის, რომ იძალადებენ და ასე ძალადობით შეიყვანენ სამშენებლო ობიექტებზე მათ შორის სკვერებში მძიმე ტექნიკას. ეს არის ასე ვთქვათ, მათი ხალხზე ორიენტირებული პოლტიკა? ამ ხალხმა ადამიანის უფლებებსაც გადაუარა, ადამიანებსაც გადაუარა. ძალიან მძიმე სიტუაციაა, თუმცა ეს ძალადობა დარწმუნებული ვარ, მძიმედ დაუმთავრდება ხელისუფლებას. არავის ხალხზე ძალადობა არ გასვლია და არ გაუვა არც კალაძეს და არც „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, ვარკეთილის ზემო პლატოზე, 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ, სადაც „ანას ბაღის“ ნაცვლად, 10-სართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს, ადგილობრივ მოსახლეობასა და იმ კომპანიის დაცვის წარმომადგენლებს შორის, რომელიც აპირებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა განახორციელოს, დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივების მოთხოვნაა, ვარკეთილში, ზემო პლატოს 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ არ აშენდეს 10- სართულიანი კორპუსი და ისევ გამწვანება დარჩეს.

ადგილობრივებსა და კომპანია „გისსონის" დაცვის თანამშრომლებს შორის დაპირისპირებისას 6 პირი დააკავეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს