ქეთევან ციხელაშვილი - მნიშვნელოვანია, აფხაზეთში პროცესები წავიდეს მშვიდობიანად - ოკუპაციის პირობებში, როდესაც რუსეთს აქვს ექსკლუზიური გავლენა დახმარება ძალიან ძნელია

ვადასტურებთ იმას, რომ პოლიტიკური პროცესების არანაირ ლეგიტიმაციაზე საუბარი არ და ვერ იქნება,-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განვითარებული პროცესების შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება საკმაოდ მძიმეა.

„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ პროცესები წავიდეს მშვიდობიანად, ეს არის უმთავრესი. ვადასტურებთ იმას, რომ პოლიტიკური პროცესების არანაირ ლეგიტიმაციაზე საუბარი არ და ვერ იქნება. თავისთავად, განვითარებები არის საინტერესო. მათ შორის, თუნდაც სამშვიდობო პროცესის ჭრილში. ჩვენი პოლიტიკა არის უცვლელი, კურსი არის ურყევი. ჩვენ ჩართულობის, შერიგების პოლიტიკის ხაზით მივდივართ. ჩვენი პოლიტიკა არის ცალსახად მშვიდობიანი. გათვლილია მოსახლეობის დახმარებაზე. ზოგადად, ვითარება რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა და ამას არც თვითონ ადგილობრივი მოსახლეობა არ უარყოფს. მათ შორის სოციალური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, ადამიანის უფლებების, კრიმინოგენული, თუ ნარკოდამოკიდებულებისა და ჯანდაცვის მიმართულებით. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ცნობილია და ამოცანა ის გახლავთ რომ, ვცადოთ მეტად დავეხმაროთ მოსახლეობას,“- განაცხადა ციხელაშვილმა.

ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ ოკუპაციის პირობებში, როდესაც რუსეთს აქვს ექსკლუზიური გავლენა, დახმარების გაწევა საკმაოდ რთულია.

„მიმდინარე ოკუპაციის პირობებში, ძალიან ძნელია, მათ შორის, როდესაც რუსეთს აქვს ექსკლუზიური გავლენა. ის თამაშობდა ექსკლუზიურ როლს ცხოვრების აბსოლუტურად ყველა სფეროში. ჩვენ არ გვაქვს არც საერთაშორისო მექანიზმები უსაფრთხოების, არც ადამიანების უფლებების დაცვის, რაც, რა თქმა უნდა, ართულებს მდგომარეობას, მაგრამ თქვენ იცით, რომ გვაქვს ჩართულობის გარკვეული ინსტრუმენტები და ეს აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც იმიტომ, რომ მოსახლეობის საჭიროებები არ იკლებს,“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ხათუნა ლაგაზიძე  - „ოცნება“ ისეთ თავდაღმართშია, ვერავინ გეტყვით, როდის, რა მომენტში აფეთქდება - პლებისციტზე საუბარმა აზრი დაკარგა, მოლაპარაკება აუცილებელია, მაგრამ უპირობოდ - რიგგარეშე არჩევნებზე
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველი და რა იქნება საქართველოს მოქალაქეების ანაზღაურება?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.03.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)