საქართველოს პარლამენტის მიერ საპროკურორო საბჭოს 1 შეუვსებელ ვაკანსიაზე, საპროკურორო საბჭოს წევრის ასარჩევად ხელახალი კონკურსი ცხადდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტის მიერ საპროკურორო საბჭოს საპროკურორო საბჭოს წევრის ასარჩევად, ერთ შეუვსებელ ვაკანსიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6 და მე-11 პუნქტების შესაბამისად:

2020 წლის 10 იანვრიდან ცხადდება ხელახალი კონკურსი საქართველოს პარლამენტის მიერ საპროკურორო საბჭოს 1 შეუვსებელ ვაკანსიაზე საპროკურორო საბჭოს წევრის ასარჩევად. საქართველოს პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია.

საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე.

ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში. თითოეული ზემოაღნიშნული ორგანიზაცია უფლებამოსილია 2020 წლის 27 იანვრის ჩათვლით საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის არაუმეტეს 3 კანდიდატი.

საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების ნუსხა (თუ კანდიდატს აქვს ასეთი შრომები), კანდიდატის წერილობითი თანხმობა, ხოლო თუ კანდიდატის წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია − აგრეთვე არასამეწარმეო (არაკომერციული) პირის მიმართ ზემოხსენებული მოთხოვნის შესრულების დამადასტურებელი საბუთები.

საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგინება და თანდართული დოკუმენტაცია შეიძლება გაიგზავნოს ან უშუალოდ ჩაბარდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8, ან შეიძლება გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: contact@parliament.ge", - აღნიშნულია არჩილ თალაკვაძის განცხადებაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო