ყოფილი მეუღლის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალდებული სასულიერო პირი სასამართლოზე - გამიგიჟა ბავშვები, გვიყვარხარო მწერენ

გამიგიჟა ბავშვები, მამა ხარ, გვიყვარხარო, მწერენ ბავშვები, - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე ყოფილი მეუღლის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალდებულმა სასულიერო პირმა, ლაშა ჩიქოვანმა განაცხადა. ჩიქოვანის ადვოკატის, ქეთევან ვარდანაშვილის განცხადებით, მოძალადე სასულიერო პირის ყოფილი მეუღლე, ნინო ჩიქოვანია და ის მსხვერპლის სტატუსის მოპოვებას ცდილობს.

როგორც სასამართლო პროცესზე სასულიერო პირის ადვოკატმა განმარტა, ნინო ჩიქოვანს ფინანსური დაინტერესება აქვს. ადვოკატის თქმითვე, ის მუდმივად ცილს სწამებს ლაშა ჩიქოვანს, თითქოს, მასზე წარსულში ძალადობდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა