ევროკომისიის პრეზიდენტი - ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიისთვის ევროკავშირის კარი ღიაა

ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიისთვის ევროკავშირის კარი ღიაა ,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხორვატიაში ვიზიტის დროს განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულმა ქვეყნებმა ევროკავშირის თითოეული მითითება გაითვალისწინეს და ისინი კავშირი გაწევრიანებისათვის მზად არიან.

„ახლა ჯერი ევროკავშირზეა, ჩვენ უნდა შევასრულოთ დანაპირები ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებასთან დაკავშირებით“,-განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ალბანეთმა და ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად აპლიკაცია 2009 და 2004 წელს შეავსეს.

2019 წლის ოქტომბერში მათი ევროკავშირში გაწევრიანება სამმა ქვეყანამ დაბლოკა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო