ვოლოდიმირ ზელენსკი - რთულ მომენტებში უკრაინა და საქართველო ყოველთვის ერთმანეთის გვერდით დგანან - მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მხარდაჭერისთვის

ისტორიის რთულ მომენტებში უკრაინა და საქართველო ყოველთვის ერთმანეთის გვერდით დგანან,-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ, „ტვიტერზე“ წერს.

უკრაინის პრეზიდენტი მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მხარდაჭერისა და სამძიმრისთვის.

„ისტორიის რთულ მომენტებში უკრაინა და საქართველო ყოველთვის ერთმანეთის გვერდით დგანან. მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მხარდაჭერისა და სამძიმრისთვის“,-წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 8 იანვარს, უკრაინული ავიალაინერი თეირანის მახლობლად, აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა, ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა